Belive

კრისტიან პულისიჩმა მილანთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრისტიან პულისიჩმა მილანთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2031 წლამდე იქნება ძალაში. ESPN-მა, ამერიკელის ახალი ხელშეკრულების შესახებ, ინფორმაცია ოთხშაბათს გაავრცელა. დღეს კი, ეს ოფიციალურად დადასტურდა. პულისიჩის მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლის ივნისში იწურებოდა, თუმცა მან "როსონერისთან" ურთიერთობის გაგრძელება გადაწყვიტა.

პულისიჩი მილანს 2023 წელს, ჩელსიდან შეუერთდა. იტალიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 141 შეხვედრაში, მან 44 გოლი გაიტანა და 28 საგოლე გადაცემაც შეასრულა. 2024/25 წლების სეზონში კი, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამერიკელმა, იმ სეზონში, 20 გოლი გაიტანა.

ტრავმის გამო, პულისიჩმა მილანის წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპი გამოტოვა, თუმცა გუნდში დაბრუნების შემდეგ, მნიშვნელოვანი როლი დაიმკვიდრა. ახალი კონტრაქტის გაფორმება, მილანის ახალი სტადიონის წარდგენას დაემთხვა. სტადიონი 2031 წელს უნდა გაიხსნას. კლუბის განცხადებით, სტადიონის სახელის დარქმევის უფლებასთან დაკავშირებული შეთანხმება სპორტის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იქნება.

სხვა სტატიები