Belive

კრისტიან ძაკარდო: "ქართველები იტალიელებივით თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

თბილისმა ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩს უმასპინძლა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და "მილანის" ვეტერანი ფეხბურთელების შეხვედრა გაიმართა. თამაშის დამთავრების შემდეგ, ქართულ მედიასთან კრისტიან ძაკარდომ ისაუბრა.

საქართველოში უკვე მერვედ ან მეცხრედ ჩამოვედი. დავესწარი საბერძნეთთან მატჩსაც. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, კარგი თამაში გამოვიდა. შეგვეძლო მოგებაც და წაგებაც, თუმცა პენალტებში გავიმარჯვეთ და კმაყოფილები ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გულშემატკივარმა ისიამოვნა. ჩვენთვის სასიამოვნოა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და „მილანის“ დიდებული მაისურით თამაში. მადლობა ყველას და იმედი მაქვს, რომ ყველა თქვენგანი გავახარე.

საქართველოს კარგად ვიცნობ, ქართველი და იტალიელი ხალხი ერთმანეთს ძალან ჰგავს, ძალიან სტუმართმოყვარე და თბილი ხალხი ხართ. ბევრი გულშემატკივარი იყო და მადლობა, რადგან როცა აქ ვარ, ყოველთვის კარგად მხვდებიან. საქართველოში სიამოვნებით ჩამოვდივარ. კვარაცხელია ჩემი მეგობარია, ფანტასტიკური, საოცარი ფეხბურთელია და ძალიან მიყვარს. იტალიაში კარგად თამაშობს და ბედნიერი ვარ. კვარა ფანტასტიკური ბიჭია და უფრო მოუმატებს, მისი გულშემატკივარი ვარ - განაცხადა კრისტიან ძაკარდომ

პირველი გოლი 38-ე წუთზე გავიდა. იაშვილის გადაცემა დემეტრაძემ დაამთავრა და საქართველო მილანთან დაწინაურდა. პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა. 54-ე წუთზე კაფუს ჩაწოდებას საჯარიმოში ყველაზე კარგად მარკო ბორიელო დახვდა და ანგარიში გაათანაბრა. 10-წუთში ისევ წინ გავედით, ოთარ მარცვალაძის გადაცემის შემდეგ დავით სირაძემ გაიტანა. მატჩის ბოლო გოლი კლარენს ზეედორფმა შეაგდო, 2:2 და პენალტების სერია დაინიშნა.

მილანმა 11-მეტრიანები კარგად შეასრულა - ფიორის მშვენიერი თამაშით სტუმრებმა 3:1 მოიგეს.

სხვა სტატიები