კრიშტიანუს და ჟეზუშს შორის უთანხმოებაა, პრეზიდენტი დანიაში ჩაფრინდა
კრიშტიანუ რონალდუსა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჟორჟე ჟეზუშს შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ ნაკრების ბანაკში თავად ფედერაციის პრეზიდენტის ჩასვლა გახდა საჭირო.
ამბავი ასეთია, ნორვეგიასთან გამართულ მატჩში 41 წლის კრიშტიანუს არც ერთი წუთი არ უთამაშია, რამაც მისი უკმაყოფილება გამოიწვია, როგორც შემდგომში გაირკვა რონალდუს მწვრთნელთან წინასწარ ჰქონდა შეთანხმებული, რომ როგორც პირველ შეხვედრაში (უელსთან) ასევე ნორვეგიასთანაც მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ამ ამბავზე გაბრაზებულ რონალდუს გუშინ გუნდთან ერთად არ უვარჯიშია და სასტუმროში დარჩა.
დღეს კი პორტუგალიის ეროვნული ნაკრები დანიაში იმყოფება, სადაც გასვლითი მატჩი აქვთ ჩანიშნული, სწორედ დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ჩავიდა პორტუგალიის ფედერაციის პრეზიდენტი პედრო პროენსა, რათა მათ შეხვდეს და არსებული უთანხმოება თავად მოაგვაროს.
🚨 EXCLUSIVA @elchiringuitotv 🚨
— El Chiringuito TV (@elchiringuitotv) September 30, 2026
📍 El presidente de la Federación Portuguesa, Pedro Proença, llega a Copenhague a las 2:32 de la madrugada.
👉 Sucede con la relación entre Jorge Jesús y Cristiano Ronaldo en entredicho.
📹 @10JoseAlvarez pic.twitter.com/080sQOHXTl