Belive

კრიშტიანუ რონალდუს გამომწერთა რაოდენობამ სოციალურ ქსელებში მილიარდს გადააჭარბა

6 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ალ ნასრის'' ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს, სხვადასხვა სოციალურ ქსელში მილიარდზე მეტი გამომწერი მოუგროვდა.

აღნიშნულ ფაქტს პორტუგალიელი თავად გამოეხმაურა:

,,ისტორია დავწერეთ - 1 მილიარდი გამომწერი! ეს რიცხვებზე მეტია, ეს არის ჩვენი საერთო ვნების, სწრაფვისა და სიყვარულის დადასტურება თამაშისადმი და მის ფარგლებს გარეთ.

მადეირას ქუჩებიდან დაწყებული მსოფლიოს უდიდეს სცენებამდე, მე ყოველთვის ვთამაშობდი ჩემი ოჯახისთვისა და თქვენთვის და ახლა 1 მილიარდი ადამიანი ერთად ვდგავართ. ერთად ვაჩვენეთ, რომ არ არსებობს ლიმიტი, რომლის მიღწევაც არ შეგვიძლია.

მადლობა მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ ჩემი გჯერათ და ჩემი ცხოვრების ნაწილი ხართ! საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის და ისტორიის წერას ერთად გავაგრძელებთ!'' - კრიშტიანუ რონალდუ

ამ მომენტისთვის კრიშტიანუს ინსტაგრამზე 638 მილიონი გამომწერი ჰყავს, ფეისბუქზე - 170 მილიონი, X-ზე - 113 მილიონი, იუთუბზე - 60.5 მილიონი, Kuaishou-ზე 9,3 მილიონი, Weibo-ზე კი - 7.5 მილიონი.

სხვა სტატიები