Belive

კრიშტიანუ რონალდუმ "რეალის" სპორტულ კომპლექსში ივარჯიშა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფორმის შესანარჩუნებლად, კრიშტიანუ რონალდუ ვალდებებასში, "რეალის" სპორტულ კომპლექსში, ვარჯიშობს.

პორტუგალიის მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნიდან ოთხ დღეში, კრიშტიანუმ ვარჯიში განაახალა, რადგან ახალ გუნდში გადასვლამდე ფორმა არ დაკარგოს. რონალდუ დაუბრუნდა ადგილს, სადაც 9 წლის განმავლობაში ვარჯიშობდა. კლუბთან კარგი ურთიერთობების გამო, თავდამსხმელმა მოახერხა, რომ მადრიდულ კლუბს მისთვის მოედანი ინდივიდუალურად გამოეყო.

არაოფიციალური წყაროების თანახმად, კრიშტიანუ მის ყოფილ თანაგუნდელებს ჯერ არ შეხვედრია.

მიუხედავად იმისა, რომ მისი წასვლა მადრიდელებისთვის ძალიან რთული იყო, ნელ-ნელა ყველაფერი კარგისკენ მიდის. ფლორენტინო პერესმა 2019 წელს განაცხადა:

"კრიშტიანუ რონალდუს მადრიდში პრობლემა არასდროს შეუქმნია. ის ყველასათვის მაგალითი იყო და მემახსოვრება, როგორც საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც ჩვენთან უთამაშია. მე მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუმ "რეალში" 9 წელი გაატრა და ამ დროის განმავლობაში გუნდთან ერთად 15 ტიტულის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები