Belive

კრიშტიანუ რონალდუ, უხამსი ჟესტის გამო, შესაძლოა, დასაჯონ

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საუდის არაბეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში "ალ ნასრი" "ალ-შაბაბს" ესტუმრა და 3:2 დაამარცხა. მატჩში პირველი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, თავის სტილშიც აღნიშნა და საბოლოოდ გამარჯვებაც მის გუნდს დარჩა, თუმცა პორტუგალიელ ვარსკვლავს, შესაძლოა პრობლემები შეექმნას.

ამბავი, რომელიც საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა და სოციალურ ქსელშიც ვირუსულად გავრცელდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ მოხდა. ამ ფაქტს საუდის არაბეთის ლიგის დისციპლინური კომიტეტი განიხილავს და შესაძლოა, რონალდუს რაიმე სახის სანქცია დაეკისროს.

თამაშის დასრულების შემდეგ, მასპინძელი გუნდის ქომაგებმა, მესის სახელის სკანდირება დაიწყეს. ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა გულშემატკივრები ტრიბუნებიდან რონალდუს გაღიზიანებას ამ გზით ცდილობენ და როგორც ჩანს, მოახერხეს კიდეც. იყო თუ არა რონალდუს ქცევა უხამსი ჟესტის შემცველი, სავარაუდოდ, დისციპლინური საბჭო 2 დღეში დაადგენს. თავად ალ ნასრი ამტკიცებს, რომ გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული.

კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის ლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს, პორტუგალიელმა ამ სეზონში 20 მატჩში 22 გოლი გაიტანა, ხოლო ალ ნასრი სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზეა.

სხვა სტატიები