Belive

კრიშტიანუ რონალდუმ ალ ნასრთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ალ ნასრთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

გასული თვეების განმავლობაში გავრცელებული სატრანსფერო ჭორები გაფანტულია და პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი საუდის არაბეთის ტიტულოვან გუნდში კარიერას აგრძელებს.

5 ოქროს ბურთისა და 5 ჩემპიონთა ლიგის მომგებმა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა.

განახლებული კონტრაქტის პირობებით, კრიშტიანუ რონალდუ ყოველდღიურად 550 000 ევროს მიიღებს.

ალ ნასრიში გადაბარგების შემდეგ, რონალდუმ 105 მატჩში 93 გოლის გატანა და 19 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები