კრიშტიანუ რონალდუ ტყუპებს ელოდება
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ტყუპ შვილებს ელოდება. ამის შესახებ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი სოციალურ ქსელში თავად წერს. "მოხარული ვარ, რომ შემიძლია გამოვაცხადო, რომ ტყუპებს ველოდებით. ჩვენი გულები სიყვარულით არის სავსე - მოუთმენლად ველით მათთან შეხვედრას", - წერს 36 წლის ფორვარდი Instagram-ში.
5 ოქროს ბურთის მფლობელ ფეხბურთელს 4 შვილი ჰყავს, საიდანაც პირველი სამის შვილის დედა უცნობია, მეოთხე კი ჯორჯიანა როდრიგესთან ერთად გააჩინა. კრიშტიანუ რონალდუს უფროსი ვაჟი, ჯუნიორი, რომელიც 10 წლისაა, დამწყები ფეხბურთელია, "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიაში თამაშობს.View this post on Instagram