Belive

კრიშტიანუ რონალდუ: "მედია ძალიან ბევრს იტყუება..."

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავმა - კრიშტიანუ რონალდუმ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მედიას ტყუილში ადანაშაულებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავის თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მის შესახებ 100 ახალი ამბიდან მხოლოდ ხუთი იყო სწორი. კრიშტიანუმ დაწერა, რომ რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება მისი ინტერვიუ, სადაც იგი საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრებს და გულშემტკივარს ჰპირდება, რომ მის შესახებ ყველა სიმართლეს გაიგებს. მთელი ზაფხულის განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ რონალდუ მანჩესტერული კლუბიდან წასვლას აპირებდა. გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუ რომელიმე ისეთ კლუბში უნდა გადასულიყო, რომელიც მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებდა. ყველაზე ცნობილი ბრიტანული სპორტული გამოცემა "Sky Sports"-ი კი თავდაპირველად ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მანჩესტერული კლუბი რონალდუსთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებდა, თუმცა მოგვიანებით ეს პოსტი სოციალური ქსელიდან წაიშალა. "წითელი ეშმაკები" საჯაროდ მტკიცედ აცხადებენ სუპერვარსკვლავის შენარჩუნების თაობაზე, თუმცა ორ მატჩში ორმა წაგებამ შესაძლოა გუნდის სტრატეგია სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შეცვალოს. არსებობდა კავშირები ევროპის რამდენიმე გრანდთან, მათ შორის მადრიდის "ატლეტიკოსთან" და მიუნხენის "ბაიერნთან", მაგრამ მათ უარი თქვეს ფორვარდის დამატებაზე. "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა - ენრიკე სერეზომ შესაძლო ტრანსფერს "პრაქტიკულად შეუძლებელი" უწოდა, ხოლო "ბაიერნის" დირექტორმა - ოლივერ კანმა განაცხადა, რომ რონალდუ არ ჯდება კლუბის ფილოსოფიაში. 37 წლის ლეგენდარულ ფეხბურთელს პრემიერ ლიგის ახალ სეზონში, ორ მატჩში გოლი ჯერ არ გაუტანია, თუმცა 2021/22 წლების სეზონში მან 18 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები