პიანიჩი: ,,კრიშტიანუს გადაწყვეტილება გასაგებია, არაბეთში თამაში არც ისეთი ადვილია, როგორც ხალხს ჰგონია''
ბოსნიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ალ შარჯას'' ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი, კრიშტიანუ რონალდუს ,,ალ ნასრში'' გადასვლას გამოეხმაურა:
,,რონალდუ ახლა ,,ალ ნასრში'' თამაშობს, რომელიც ამბიციური გუნდია. ახლო აღმოსავლეთი მომავალში მსოფლიო ფეხბურთში წამყვან პოზიციას დაიკავებს, ზოგიერთი ლიგა უკვე ბევრ საინტერესო პროექტს გვთავაზობს და კიდევ უზარმაზარი პოტენციალი არსებობს.
აქ თამაში არც ისეთი ადვილია, როგორც ხალხს ჰგონია. ასე რომ, კრიშტიანუს გადაწყვეტილება მესმის. ასეთი დიდი ოსტატის მოსვლის შემდეგ, ალბათ, ქვეყანას სპორტის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება ექნება,'' - პიანიჩის სიტყვებს Tuttosport-ი ციტირებს.
რონალდუმ ,,ალ ნასრთან” კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა და წელიწადში 200 მილიონ ევროს მიიღებს.
,,მანჩესტერ იუნაიტედმა’’ კრიშტიანუსთან კონტრაქტი ნოემბერში გაწყვიტა, მანამდე 37 წლის ფეხბურთელმა ,,წითელი ეშმაკები’’ პირს მორგანთან ინტერვიუში მწვავედ გააკრიტიკა.