კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედის 21-წლამდე გუნდთან ერთად ვარჯიშობს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ, ერიკ ტენ ჰააგთან მომხდარი უთანხმოების შემდეგ, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, კლუბის 21-წლამდე გუნდის შემადგენლობაში ვარჯიშობს.
ბრიტანულმა მედიამ, 5 ოქროს ბურთის მფლობელი "წითელი ეშმაკების" ასაკობრივი კლუბის ვარჯიშის დროს დააფიქსირა.
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში, რომელშიც "წითლებმა" ლონდონის "ტოტენჰემი" - 2:0 დაამარცხეს, 36 წლის პორტუგალიელმა შეცვლაზე შესვლაზე უარი განაცხადა და ტექნიკური ზონა მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა და გასახდელში გაეშურა. ამის შემდეგ, რონალდუ ლონდონის "ჩელსისთან" გასამართი მატჩის განაცხადში არ შეიყვანეს.
მიმდინარე სეზონში, რონალდუს ყველა ტურნირზე "მანჩესტერის" 12 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, 2 გოლი გატანილი და 1 საგოლე პასი გაკეთებული. რაც შეეხება თავად კლუბს, მათ ინგლისის ელიტარულ საფეხბურთო დივიზიონში 19 ქულით მეხუთე პოზიცია უკავია.