Belive

კრიშტიანუ რონალდუ კრისტიან ერიქსენის მდგომარეობას გამოეხმაურა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრისტიან ერიქსენის მდგომარეობას თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ ეხმიანება და დანიის ნაკრების ლიდერს გამოჯანმრთელებას უსურვებს. "ჩვენი ფიქრები და ლოცვები კრისტიან ერიქსენთან და მის ოჯახთან არის. ფეხბურთის სამყარო ერთად დგას სასიხარულო ამბების იმედით. იმედი მაქვს, რომ მალე შეგხვდები მოედანზე, კრის! გამაგრდი!", - წერს პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი სოციალურ ქსელში. უეფას ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის B ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში დანია – ფინეთი, 42-ე წუთზე ფეხბურთელმა გონება დაკარგა და მოედანზე დაეცა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მილანის “ინტერის” ნახევარმცველმა გულის შეტევა მიიღო.

სხვა სტატიები