Belive

კრიშტიანუ რონალდუ: "კარიერა შესაძლოა 1 წელიწადში დავასრულო"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ მოულოდნელი და უცნაური განცხადება გააკეთა. კრიშტიანუ რონალდუს თქმით, შესაძლოა მან კარიერა მომავალი სეზონის ბოლოს დაასრულოს. 34 წლის სუპერვარსკვლავი უმაღლეს დონეზე თამაშობს და მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
"შესაძლოა კარიერა ერთ წელიწადში დავასრულო. შესაძლოა 40-41 წლამდე ვითამაშო. არ ვიცი. ყოველთვის ვამბობ, რომ უნდა იგრძნო მომენტი. მსოფლიოში ცოტა მოთამაშე არსებობს, რომელსაც ცემზე მეტი რეკორდი აქვს დამყარებული" - განაცხადა რონალდუმ.
პორტუგალიელი ფეხბურთელი ამჟამად "იუვენტუსის" ღირსებას იცავს. კარიერაში მას 806 თამაში აქვს ჩატარებული და 601 ბურთი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები