Belive

კრიშტიანუ რონალდუ: "აზრადაც არ მომსვლია სანაკრებო კარიერა დამესრულებინა"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, კვლავ გამოიძახა კრიშტიანუ რონალდო ერთა ლიგის მატჩებისთვის. პორტუგალია 5 და 8 სექტემბერს ჯერ ხორვატიას, შემდეგ კი შოტლანდიას დაუპირისპირდება. "ალ ნასრის" 39 წლის ფორვარდი პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა, სადაც მას ეროვნულ ნაკრებში მომავალზე ჰკითხეს, რადგან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩანდა, რომ ეს შეიძლება მისი ბოლო დიდი ტურნირი ყოფილიყო ნაკრებთან ერთად. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ამომწურავად ისაუბრა ნაკრებში მის მდგომარეობაზე.

ეროვნული ნაკრების დატოვება? ეს აზრადაც კი არ მომვსლია. შემიძლია ვთქვა, რომ ევროპის ჩემპიონატმა უფრო მეტი მოტივაციაც კი მომცა. ყოველთვის პატივს ვცემ მწვრთნელების მიერ სასტარტო თერთმეტეულის შერჩევის გადაწყვეტილებებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძირითადის მოთამაშე ვარ.

ახლა ზუსტად ვიცი, რომ 11 კაცში ადგილს ვიმსახურებ. როცა მივხვდები, რომ სხვებისთვის კონკურენციის გაწევა აღარ შემიძლია, პირველი ვიქნები, ვინც ამას აღიარებს.

გასახდელში რომ მივდიოდი ახალ ბიჭს შევხდი (17 წლის ჯოვანი კუენდა), მას დაველაპარაკე და შერცხვა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ერთ დღეს მეც სწორედ მასსავით მორცხვი ბიჭი ვიყავი. პატარა თანაგუნდელებისთვის უფროსი ძმასავით ვარ და ჩემი როლი ყოველთვის ახლების დახმარება იქნება - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ

რონალდუ რეკორდსმენია როგორც ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით, ასევე გატანილი გოლებით. პორტუგალიელმა 212 სანაკრებო მატჩში 130 გოლი გაიტანა. უთამაშია 11 ძირითად საერთაშორისო ტურნირზე და 10 მათგანზე გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები