კრიშტიანუ რონალდუ: "ბევრი ტიტული მაქვს, მაგრამ არაფერი შეედრება სანაკრებო ტიტულს"
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის ფინალის გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრები გახდა. პორტუგალიელებმა ესპანეთის ნაკრები თერთმეტმეტრიანების სერიაში (5:3) დაამარცხეს და ერთა ლიგის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვეს.
მორიგი და კარიერაში 938-ე გოლი გაიტანა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა (2:2). გამარჯვების შემდეგ, 40 წლის ლეგენდარულმა რონალდუმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ჩვენს ირგვლივ ამხელა სიხარული ტრიალებს. ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესია პირველ რიგში ამ თაობისთვის, ვინც ტიტული დაიმსახურა, შემდეგ ოჯახებისთვის, ჩემი ოჯახიც აქ იყო...
ნაკრებში გამარჯვება ძალიან განსაკუთრებულია. მე ბევრი ტიტული მაქვს, მაგრამ არაფერი შეედრება პორტუგალიისთვის გამარჯვებას.“ - კრიშტიანუ რონალდუ
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ნაკრებთან ერთად მესამე ტიტული მოიგო. პირველად მან ევროპის ჩემპიონობა შეძლო, შემდეგ კი ერთა ლიგის ტიტულს იგი მეორედ დაეუფლა.