ლუკა ლოჩოშვილის შეფასება დარმშტადის წინააღმდეგ
გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მე-2 ტურის შეხვედრაში ლუკა ლოჩოშვილის ნიურნბერგი დარმშტადთან 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი, მატჩის ბოლო წუთზე (90+4) კილიან კორედორმა გაიტანა.
ლუკა ლოჩოშვილმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, ქართველმა მცველმა 5 სახიფათო შეტევა მოიგერია, 8 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 5-ში გაიმარჯვა, ბურთს 42-ჯერ შეეხო, 32 გადაცემიდან 29 ზუსტად შეასრულა.
ლუკა ლოჩოშვილის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:
Sofascore: 6.5
Flashscore: 6.3
Whoscored: 6.2
ნიურნბერგი 2 ტურის შემდეგ ჯერჯერობით უქულოდაა, შეგახსენებთ პირველ მატჩში ქართველის გუნდი ელვერსბერგთან დამარცხდა. მომდევნო შეხვედრას ნიურნბერგი გერმანიის თასის 1/32-ფინალში ილერტისენის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 16 აგვისტოს, 17:30 საათზე გაიმართება.
⏰ 90+4'
— 1. FC Nürnberg (@1_fc_nuernberg) August 8, 2025
Bitter.
⚽ 0:1 | #FCNSVD | #fcn pic.twitter.com/WvsZUFgKNH