კოვიდ-19-ით "სიტის" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაინფიცირდა
4 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
NEWS | Manchester City can confirm that Eric Garcia and one member of staff have tested positive for COVID-19. 🔷 #ManCity | https://t.co/axa0klD5rehttps://t.co/4UiymweyBw
— Manchester City (@ManCity) January 3, 2021
ბოლო პერიოდში პრემიერ ლიგაში ძალიან მომრავლდა კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევები, რის გამოც რამდენიმე მატჩი გადაიდო კიდეც. სწორედ კოვიდ-19 -ის გამო გადაიდო ორშაბათს "ევერტონთან" გასამართი მატჩი. ასევე გადაიდო კვირას გასამართი შეხვედრა "ბარნლისა" და "ფულემს" შორის. კლუბის განცხადებაში ნათქვამია:
"ერიკ გარსია თვითიზოლაციაში იმყოფება პრემიერ ლიგისა და დიდი ბრიტანეთის კარანტინის პროტოკოლის დაცვით. კლუბი მოთამაშეს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს".