დარვინ ნუნიესის კადრები, რომელიც ცხადყოფს, რომ ენფილდზე ახალი, დიდი ვარსკვლავი გამოჩნდა | VIDEO
უკვე ტრადიციად იქცა, რომ ინგლისურ საკლუბო ფეხბურთში სეზონს ამ ქვეყნის ორი საუკეთესო გუნდი - "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი" ხსნიან, თუმცა 2022 წლის "ქომუნითი შილდის" შეხვედრას გულშემატკივრის მხრიდან განსაკუთრებული მოლოდინი უძღვოდა წინ. საქმე ისაა, რომ გარდა გუნდური დაპირისპირებისა, წინა პოზიციებზე ინდივიდუალურმა დუელმა წამოიწია და მომავლის ორი გამორჩეული ცენტრალური ფორვარდის, დარვინ ნუნიესისა და ერლინგ ბრაუტ ჰოლანდის დაპირისპირება შედგა, რომელშიც ურუგვაელმა ნორვეგიელს აჯობა. გარდა იმისა, რომ სამხრეთამერიკელმა მეორე ნახევარში მოედანზე შემოსვლის შემდეგ პენალტი მოიპოვა და გოლის გატანა შეძლო, არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი შემოგვთავაზა, რომლის ამსახველი ვიდეო ცხადყოფს, რომ 21 წლის ფორვარდი იქნება ის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, რომელიც "ენფილდის" ცაზე იკაშკაშებს, განსაკუთრებით კი სადიო მანეს წასვლის შემდეგ.
Darwin Nunez vs Man City Community Shield Final 2022 pic.twitter.com/4uhOv1cDKx — ‽ (@LuisDiazzler) July 30, 2022