Belive

"კოვაჩიჩი მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია" - ფაბრიციო რომანო

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტიმ" მატეო კოვაჩიჩის ტრანსფერი განახორციელა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

რომანოს მტკიცებით, "სიტისა" და "ჩელსის" შორის შეთანხმება ოფიციალურად შედგა, რის შემდეგაც 30 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ, კოვაჩიჩის ტრანსფერი განხორციელდა. ცნობილია, რომ "სიტი" გარანტირებულად 25 მილიონს გადაიხდის, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი ფუნტი დაემატება.

ხორვატ ნახევარმცველსა და "სიტის" წარმომადგენლებს შორის პერსონალური დეტალების შეთანხმება ჯერ კიდევ 2 კვირი წინ განხორციელდა. სამედიცინო შემოწმების გავლა უახლოეს დღეებშია დაგეგმილი.

სხვა სტატიები