Belive

კოულ პალმერი საუკეთესო ინგლისელ ფეხბურთელად დასახელდა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოულ პალმერი ინგლისის ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მას კონკურენციას ბუკაიო საკა და ჯუდ ბელინგემი უწევდნენ. აქამდე, "ჩელსის" შემტევი, ფანების ვერსიით, პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.

პალმერი ჩელსის პირველი ფეხბურთელია 2011 წლის შემდეგ, რომელმაც ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღება მოახერხა. ბოლოს ეს ეშლი კოულმა გააკეთა, ჩელსის ისტორიაში კი მესამე ასეთი ფეხბურთელი ფრენკ ლამპარდია, რომელმაც ზედიზედ 2 წელს მოიგო "საუკეთესო ინგლისელობა". ყველაზე მეტჯერ ეს ჯილდო უეინ რუნის აქვს მიღებული - (2008, 2009, 2014, 2015 წლებში).

ჩელსის ვარსკვლავი ლურჯებს "მანჩესტერ სიტიდან" 2023 წელს შეუერთდა, მან 45 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ პალმერი ნაკრებში ხშირად არ თამაშობს, უკვე ორი გოლი გაიტანა და ერთ-ერთი ევროპის ჩემპიონატის ფინალში - ესპანეთის წინააღმდეგ.

სხვა სტატიები