Belive

კოტ-დ'ივუარის ნაკრებმა მწვრთნელი აფრიკის თასის მიმდინარეობისას დაითხოვა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჟან ლუი გასე და მისი ასისტენტი, გისლენ პრანტანი კოტ-დ'ივუარის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.

,,მთავარ მწვრთნელთან, ჟან ლუი გასესთან, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, კონტრაქტი გაწყვეტილია.'' - წერია კოტ-დ'ივუარის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

გასეს ხელმძღვანელობით კოტ-დ'ივუარის ნაკრებმა აფრიკის თასის ჯგუფურ ეტაპზე 3 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა.

მასპინძლებს ჯგუფიდან გასვლის შანსი ისევ აქვთ, თუმცა საკუთარ თავზე დამოკიდებულნი არ არიან და მათი ბედი დღეს, ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურში გადაწყდება.

სხვა სტატიები