კოსოვოს მწვრთნელი: "კარგად ვითამაშეთ, შედეგით იმედგაცრუებული ვარ"
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"გუნდთან ერთად, იმედგაცრუებული ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ. ჩვენი ნაჩვენები თამაში არ იყო ცუდი, მაგრამ ბოლო პასი გვაკლდა. მიუხედავად დაფიქსირებული შედეგებისა, ნაჩვენები თამაშის ხარჯზე ვფიქრობ, რომ ამ ჯგუფში მეტი ქულის მოპოვება შეგვეძლო. ვიცი, რომ ჩვენ გვჭირდება შედეგები და ამჯერად ჩვენ ამას ვერ მივაღწიეთ. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, გუნდს ჩემს საუკეთესოს ვაძლევ და ფედერაციის გადაწყვეტილებებზე საუბარი არ მჭირდება", - თქვა 70 წლის შვეიცარიელმა სპეციალისტმა.ანგარიში შეხვედრის მე-11 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გახსნა, ხოლო 82-ეზე გამარჯვების გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა