კოპოლოვეცი: "რებროვის გუნდში საშინელი განწყობაა, ფეხბურთელებს თამაში არ სურთ"
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ვეტერანმა უკრაინელმა ფეხბურთელმა - მიხაილო კოპოლოვეცმა უკრაინის ნაკრების მოახლოებულ თამაშებზე ისაუბრა და გუნდში სიტუაცია შეაფასა.
"ბოლო პერიოდის განმავლობაში სულ უფრო ხშირია იმაზე საუბარი, რომ უკრაინის ნაკრებში ცუდი ატმოსფეროა, ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითი და მიზეზი შეგიძლიათ თავად ნახოთ უკრაინის ნაკრების ვარჯიშებზე. ფეხბურთელებს მონდომება არ აქვთ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მწვრთნელის პოზიციიდან რებროვი გაათავისუფლონ.
არ ვიცი რამდენად სწორია ასე მოქცევა, თუმცა არ მჯერა, რომ ხალხს არ უნდა უკრაინის ნაკრებში თამაში. უკვე ვეღარც იმალება ის ფაქტი, რომ რებროვის გუნდში კატასტროფული ატმოსფეროა.
ეს ყველაფერი კი შედეგებზე ძალიან კარგად აისახება - ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში ჩავრჩით, შემდეგ კი ერთა ლიგის პირველი ორი მატჩი დავთმეთ. ასეთი კარგი თაობა ჩვენს ნაკრებს დიდი ხანია არ ჰყოლია, თუმცა შედეგები სრულიად საპირისპიროს გვიჩვენებს..." - მიხაილო კოპოლოვეცი
სხვადასხვა დროს მიღებული ტრავმების გამო, საქართველოსთან გასამართი პრინციპული მატჩისთვის, უკრაინის საფეხბურთო ნაკრები ისეთი მნიშვნელოვანი წევრების გამოყენებას ვერ შეძლებს, როგორიცაა: ოლექსანდრ ზინჩენკო, ვიქტორ ციგანკოვი, ანდრეი იარმოლენკო, ტარას სტეპანენკო და ვიტალი მიკოლენკო.
უკრაინელებმა საწყის ორ ტურში ქულის აღება ვერ შეძლეს და როგორც ჩეხეთის, ასევე ალბანეთის ნაკრებებთან წააგეს. გუნდი სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებს.
უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.