Belive

კოპა დელ რეის ნახევარფინალური წყვილები გაირკვა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოპა დელ რეის ნახევარფინალში "ბარსელონა" მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება, "რეალი" კი "სოსიედადს" შეხვდება. წყვილები დღეს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის შტაბ-ბინაში გამართულ წილისყრაზე გაირკვა.

რეკორდსმენმა ბარსელონამ (31) ბოლოს თასი 2021 წელს მოიგო, ატლეტიკომ კი პრესტიჟული ტურნირის ფინალში 2013 წელს გაიმარჯვა, მეტოქე მადრიდის რეალი იყო.

კარლო ანჩელოტის რეალმა სამეფო თასი ბოლოს 2023 წელს მოიგო - ოსასუნას დამარცხებით. სოსიედადმა ეს 2020 წელს გააკეთა - ბილბაოს "ატლეტიკთან".

კოპა დელ რეის ნახევარფინალის პირველი მატჩები 25-26 თებერვალს, ხოლო განმეორებითი მატჩები 1-2 აპრილს გაიმართება. ფინალი 26 აპრილს, სევილიაში, ესტადიო ლა კარტუხა-ზე ჩატარდება.

სხვა სტატიები