კოპა დელ რეის 1/8-ფინალში ერთმანეთს რეალი და ატლეტიკო შეხვდებიან
ესპანეთში კოპა დელ რეის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
მერვედფინალში განსაკუთრებით გამორჩეული დედაქალაქური დერბი იქნება - ერთმანეთს მადრიდის ,,რეალი'' და მადრიდის ,,ატლეტიკო'' შეხვდებიან.
გიორგი მამარდაშვილის ,,ვალენსიას'' მეტოქე ,,სელტა'' იქნება, კატალონიის ,,ბარსელონა'' კი მესამელიგელ ,,უნიონისტას დე სალამანკას'' დაუპირისპირდება, რომელმაც 1/16-ფინალიდან ,,ვილიარეალი'' გააგდო.
მერვედფინალური ეტაპის ყველა წყვილი ასე გამოიყურება:
უნიონისტას დე სალამანკა - ბარსელონა
ხეტაფე - სევილია
ვალენსია - სელტა
ატლეტიკო - რეალი
ტენერიფე - მალიორკა
ოსასუნა - სოსიედადი
ბილბაო - ალავესი
ჟირონა - რაიო ვალეკანო
ესპანეთის თასის მოქმედი ჩემპიონი მადრიდის ,,რეალია'', რომელმაც შარშან ფინალში ,,ოსასუნას'' მოუგო.
REAL MADRID VS. ATLETICO MADRID IN THE COPA DEL REY ROUND OF 16 👀🍿 pic.twitter.com/IIROhZbCus
— ESPN FC (@ESPNFC) January 8, 2024