კოპა დელ რეის 1/2-ფინალში ერთმანეთს რეალი და ბარსელონა შეხვდებიან
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს ესპანეთის თასის 1/2-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
ნახევარფინალური წყვილები ასე განაწილდა - ,,რეალი'' ,,ბარსელონას'' შეხვდება, ,,ოსასუნა'' კი ,,ბილბაოს''.
,,ელ კლასიკოს'' პირველი შეხვედრა მადრიდში 1 ან 2 მარტს გაიმართება, საპასუხო მატჩს კი 4, 5 ან 6 აპრილს ბარსელონა უმასპინძლებს.
მიმდინარე სეზონში ,,რეალი'' და ,,ბარსელონა'' ერთმანეთს უკვე ორჯერ შეხვდნენ, ლა ლიგაში ,,სამეფო გუნდმა'' 3:1 იმარჯვა, ესპანეთის სუპერთასის ფინალში კი ამავე ანგარიშით კატალონიელებმა იმარჯვეს.
კოპა დელ რეის მოქმედი ჩემპიონი ,,ბეტისია'', რომელმაც შარშან ფინალში ,,ვალენსიას'' მოუგო.