"კონტრაქტის განახლების შეთავაზება იუვენტუსისგან არ მიმიღია" - კიეზა
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
როგორც უკვე მოგეხსენებათ, ფედერიკო კიეზა "ლივერპულის" რიგებს შეუერთდა. აღნიშნული ტრანსფერი ბევრისთვის უცნაური და მოულოდნელი აღმოჩნდა. კიეზას თქმით, გუნდთან ვარჯიშის დაწყებამდე იცოდა, რომ ახალი პროექტის ნაწილი არ იყო.
მინდა "იუვენტუსთან" კონტრაქტის განახლების საკითხი განვმარტო. განახლების შეთავაზება კლუბისგან არასდროს მიმიღია. გუნდთან ვარჯიშის დაწყებამდე ვიცოდი, რომ ახალი პროექტის ნაწილი აღარ ვიყავი. - განაცხადა ფედერიკომ
🚨⚪️⚫️ Federico Chiesa: “I would like to clarify the renewal issue with Juventus”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 29, 2024
“I have NEVER received any renewal offer from Juventus”.
“I was informed that I would not be part of the project even before the start of training with the team”. pic.twitter.com/KQLZzTFPV1
კიეზა "იუვენტუსის" ღირსებას 2020/2021 სეზონიდან იცავდა. მან ჯამში 131 მატჩი ჩაატარა, სადაც 32 გოლის გატანა და 23 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
მერსისაიდულმა კლუბმა იტალიელი €12 მილიონის სანაცვლოდ დაიმატა და 4-წლიანი კონტრაქტიც გაუფორმა.