Belive

კონტე: "ეს მიუღებელია, გუნდი, როგორც თოვლი მზეში ისე დადნა"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლიმ" სერია A-ს 2024/25 წლების გათამაშება საშინლად დაიწყო - გუნდი სტუმრად, "ვერონასთან" 3:0 განადგურდა. თამამად შეიძლება ითქვას რომ ნეაპოლელთა ერთადერთი ნათელი წერტილი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომლის იძულებითი შეცვლის შემდეგ "ნაპოლის" ღირებული არაფერი შეუქმნია.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე უკმაყოფილებას ვერ მალავდა ანტონიო კონტე:

პირველი ტაიმი ასე თუ ისე კარგად ჩავატარეთ, მეორეში კი მეტოქეს შანსი მივეცით და შემდეგ ისე დავდნით, როგორც თოვლი მზეში. მე მწვრთნელი ვარ და პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ, გულშემატკივრებს, რომლებიც ასე გრძნობით გვქომაგობდნენ ბოდიში უნდა მოვუხადოთ. პრობლემები მარტივი მოსაგვარებელი არ არის, თუმცა აქ დიდი სურვილით მოვედი, რომ კლუბს დავეხმარო, ჩემთვის ასეთი თამაში მიუღებელია. - განაცხადა კონტემ

მომდევნო მატჩს კონტეს შეგირდები 25 აგვისტოს, შინ ბოლონიას წინააღმდეგ ჩაატარებენ.

სხვა სტატიები