Belive

კონსეისაუსა და კალაბრიას შორის კონფლიქტი იბრაჰიმოვიჩმა მოაგვარა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Sky Sport-ის ჟურნალისტის, პეპე დი სტეფანოს ცნობით, ,,მილანის'' მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის კონფლიქტის მოგვარებაში გადამწყვეტი როლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეასრულა.

,,პარმასთან'' მოგების შემდეგ, როცა ,,როსონერის'' მოთამაშეები გამარჯვებას აღნიშნავდნენ, სერჟიუ კონსეისაუ დავიდე კალაბრიასთან მივარდა და სიტყვიერად დაუპირისპირდა, სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ფეხბურთელს ფიზიკურადაც კი შეეხო.

,,შეიძლება ითქვას, რომ იბრაჰიმოვიჩის ჩარევა კონსეისაუსა და კალაბრიას კონფლიქტში შედეგიანი გამოდგა - ორივეს დაელაპარაკა და მოუწოდა, რომ მომხდარის ასახსნელად კამერების წინ დამდგარიყვნენ. ზლატანი დაახლოებით ნახევარი საათი ესაუბრებოდა მილანის მწვრთნელს, რათა სიტუაცია დამშვიდებულიყო.'' - პეპე დი სტეფანო

თავად კონსეისაუმ კონფლიქტის შესახებ განაცხადა, რომ ეკლესიაში არ იყვნენ და ფეხბურთში ასეთები ხდება: ,,თუ მყავს შვილი, რომელიც ცუდად იქცევა, ამის შესახებ ვეუბნები.''

კალაბრიამ კი თქვა, რომ ეს მხოლოდ გაუგებრობა იყო და ახლა მასსა და მწვრთნელს შორის ყველაფერი მოგვარებულია.

სხვა სტატიები