Belive

კონფერენს ლიგა: მეორე ეტაპის გადალახვის შემთხვევაში, დინამოების მეტოქეები ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში, 19 ივლისს, რანგით მესამე ევროპული საკლუბო ტურნირის, კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, თუ რომელი კლუბები იქნებიან ქართული გუნდების მეტოქეები იმ შემთხვევაში, თუ მეორე ეტაპის ბარიერს გადალახავენ. ამ მომენტისთვის, ევროსარბიელს ორი ქართული კლუბი, ორი დინამო შემორჩა. თბილისელები ისრაელის ჩემპიონ "მაკაბი ჰაიფას", ხოლო ბათუმელები ბელარუსის ვიცე-ჩემპიონ ბორისოვის "ბატეს" შეხვდებიან. ორივე გუნდი პირველ მატჩს 22 ივლისს, საშინაო კედლებში ჩაატარებს. იმ შემთხვევაში, თუ ქართული კლუბები მესამე ეტაპზე გასვლას მოახერხებენ, მაშინ ისინი შემდეგ მეტოქეებს დაუპირისპირდებიან:  "დინამო თბილისი" : ფარერების "ტოშვანისა" და მონტენეგროს"ბუდუჩნოსტის" წყვილში გამარჯვებული; "დინამო ბათუმი": მოლდოვურ "პეტროკუბისა" და თურქულ "სივასპორს" შორის გამარჯვებული; მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრები 29 ივლისს გაიმართება, ხოლო მესამე ეტაპის მატჩები 5 და 12 აგვისტოს შედგება.

სხვა სტატიები