კონფერენს ლიგის მატჩზე ქართველ მსაჯთა ბრიგადა იმუშავებს
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
24 ოქტომბერს, 20:45 საათზე უეფას კონფერენს ლიგის მეორე ტურის მატჩში "გენტი" "მიოლდეს" დაუპირისპირდება, მატჩზე ქართველ მსაჯთა ბრიგადა იმუშავებს.
მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. ასისტენტებად იმუშავებენ დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია. მატჩზე მეოთხე მსაჯი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება. დამხმარე ვიდეო მსაჯის სამუშაოს შეასრულებს ალეკო აფციაური, ხოლო დამხმარე ვიდეო მსაჯის ასისტენტად ბაკურ ნინუა იმუშავებს.
შეხვედრა ბელგიაში, გენტის არენაზე გაიმართება.