Belive

კონატე: ,,ბიძგი რომ ყოფილიყო, წითელ ბარათს მივიღებდი''

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლივერპულის'' მცველმა, იბრაჰიმა კონატემ, Canal Plus-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბარკოლას წაქცევის ეპიზოდში თამაშის წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია:

,,მომენტი VAR-მა შეამოწმა... როგორც თქვენ თქვით, ბიძგი რომ ყოფილიყო, წითელ ბართს მივიღებდი.

გეუბნებით, რომ ჯარიმა არ ყოფილა. მართალია, ფიზიკურად ძლიერი ვარ, მაგრამ დამატებით ძალას არ ვიყენებ. ძალა რომ გამომეყენებინა, შეიძლება, წესების დარღვევაზე გვესაუბრა, მაგრამ ამას ადგილი არ ჰქონია.'' - იბრაჰიმა კონატე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენი'' ,,ლივერპულთან'' 0:1 დამარცხდა.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 12 მარტს, ინგლისში გაიმართება.

სხვა სტატიები