ლუის ენრიკე: ,,ისევ არაპროგნოზირებადები და განსხვავებულები უნდა ვიყოთ''
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ანჟერთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,10 გასვლითი მატჩის შემდეგ პარკ დე პრენსზე ვბრუნდებით და ჩვენს გულშემატკივრებს შევხვდებით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სტადიონი და ქომაგები ძალიან მოგვენატრა!
ვიცით, რამდენად რთულია ისეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში, როგორიც ანჟერია - მეტოქე თავს კარგად იცავს და კონტრშეტევებზეა ორიენტირებული. ასეთი გუნდების წინააღმდეგ სათამაშოდ რამდენიმე ვარიანტი გვაქვს და ამით მოხარული ვარ. კარგად უნდა შევუტიოთ და ბურთის დაკარგვისას პრესინგს უნდა მივმართოთ.
ფიზიკურ და ტაქტიკურ დეტალებზე მუშაობას ვაგრძელებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სათადარიგოთა სკამიდან შემოსული ფეხბურთელები, რომლებმაც გასულ სეზონში გადამწყვეტი როლი შეასრულეს.
ცვლილებები ახალ სეზონში? ისევ არაპროგნოზირებადები და განსხვავებულები უნდა ვიყოთ. შესაძლოა, ეს ყველაფერი რთულია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ.
დემბელე? ეს სეზონი მისთვის ნამდვილი გამოწვევა იქნება, რადგან გასულ წელს საოცრად ითამაშა. დარწმუნებული ვარ, რომ მას თავისი თამაშის გაუმჯობესება კიდევ შეუძლია.'' - ლუის ენრიკე
დღეს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-2 ტურში, პარი სენ ჟერმენი ანჟერს უმასპინძლებს. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.
Luis Enrique's press conference before Angers 🔴🔵
— Paris Saint-Germain (@PSG_English) August 21, 2025
https://t.co/9C8ttGw3HD