Belive

კომუნიკაცია ვიდეო რეფერისა და მთავარ არბიტრს შორის ავსტრალიაში (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ავსტრალიის მე-12 ტურის მატჩში "სიდნეიმ" შინ "მელბურნი" მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა. შეხვედრის 24-ე წუთზე მასპინძელთა მცველმა, რაიან გრანტმა იუხეშა. დაპირისპირების მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელს თავიდან ყვითელი ბარათი უჩვენა, რის შემდეგაც საქმეში VAR-ი ჩაერთო. ვიდეო რეფერისთან კომუნიკაციის შემდეგ, მსაჯმა გადაწყვეტილება შეცვალა და გრანტს წითელი ბარათი უჩვენა. მატჩის შემდეგ მთავარი არბიტრისა და ვიდეო რეფერის მსაჯების საუბარი გასაჯაროვდა. შეხვედრის ხელმძღვანელების შესანიშნავმა კომუნიკაციამ ისინი სწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. თავდაპირველად, ვიდეო რეფერის ოთახიდან მსაჯს რეკომენდაცია გაუწიეს, რომ ეპიზოდი თავად შეემოწმებინა. კურტ ამსმა ნამდვილად ნახა მცველის ვარდნის ორივე მომენტი, რის შემდეგაც, VAR-თან ერთად, რაიან გრანტის გაძევების გადაწყვეტილებამდე მივიდა. აღნიშნულმა შემთხვევამ პრემიერლიგის გულშემატკივარში დიდი მოწონება დაიმსახურა. ბრიტანელებს სურთ, რომ ვიდეო რეფერისა და მთავარი არბიტრის საუბარი ყოველთვის საჯარო იყოს.

იხილეთ ვიდეო: 

სხვა სტატიები