Belive

მამარდაშვილის პროგრესი - გიორგის სატრანსფერო ფასი 2-ჯერ გაიზარდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი მამარდაშვილის პროგრესი ლა ლიგაში ჩატარებული შესანიშნავი სადებიუტო სეზონის შემდეგ, გრძელდება. დღეს, 3 ივნისს, ცნობილმა გერმანულმა სააგენტომ, transfermarkt-მა ლა ლიგის ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულება განაახლა. ცვლილება შეეხო მამარდაშვილსაც - "ვალენსიას" 21 წლის მეკარის ფასი 2-ჯერ გაიზარდა და ახლა 10 მილიონ ევროს შეადგენს. გიორგი საქართველოს ნაკრებში მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას (15 მილიონი) ჩამორჩება, "ვალენსიას" შემადგენლობაში კი თავის პოზიციაზე საუკეთესოა. შეგახსენებთ, რომ "ვალენსიამ" მამარდაშვილის სანაცვლოდ მხოლოდ 850 ათასი ევრო გადაიხადა. სადებიუტო სეზონის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა მეკარის გადაბირებით "იუნაიტედი" ინტერესდება. 21 წლის მეკარემ "ღამურების" რიგებში 18 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა. გიორგის გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.  

სხვა სტატიები