Belive

კომპიუტერული ხარვეზის გამო ბარსელონამ ახალი ფეხბურთელი ვერ დაიმატა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონას" სატრანფერო ფანჯარაზე კვლავ შეექმნა პრობლემები, თუმცა, ახლა საქმე ფინანსებს არ ეხება. კატალონიურმა გუნდმა ტექნიკური ხარვეზის გამო ახალი მოთამაშის დამატება ვერ შეძლო.

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ესპანელებმა ახალი მარჯვენა მცველის დამატება ვერ შეძლეს. "ბარსელონას" ამერიკულ "გალაქსისთან" ყველაფერი შეთახმებული ჰქონდა და ხულიან არაუხოს გადმობირებასთან ახლოს იყვნენ. თუმცა, კომპიუტერული ხარვეზის გამო, კატალონიურმა კლუბმა დედლაინს 18 წამით გადააცილა და ტრანსფერიც ჩაიშალა.

როგორც სხვადასხვა გამოცემები წერენ, "ბარსელონამ" FIFA-ში აპელაცია შეიტანა.

"ჩვენი მხრიდან შეცდომას ადგილი არ ჰქონია. კლუბმა ყველაფერი სწორად გააკეთა. კომპიუტერული ხარვეზის გამო ჩვენ მხოლოდ 18 წამი დაგვაგვიანდა. ვნახოთ FIFA რას გადაწყვეტს." - განაცხადა მატეუ ალემანიმ.

სხვა სტატიები