Belive

ანჩელოტი: ,,იმის თქმა, რომ ელ კლასიკოს შედეგი ჩემპიონის ბედს გადაწყვეტს, გადაჭარბებულია''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,ბარსელონასთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, მაგრამ სეზონი გრძელია და იმის თქმა, რომ ამ მატჩის შედეგი ჩემპიონის ბედს გადაწყვეტს, გადაჭარბებულია.

ბარსელონა შეტევაშიც და დაცვაშიც შესანიშნავი გუნდია. წელს კარგი თვისებების მქონე ბევრი ახალგაზრდა გამოჩნდა.

ხავიმ თქვა, რომ შანსები 50/50-ზეა? ელ კლასიკოში, ისევე როგორც დერბიში, შანსები ყოველთვის თანაბარია. იმედი მაქვს, რომ მაყურებელი თამაშით ისიამოვნებს.'' - კარლო ანჩელოტი

დღეს, ლა ლიგის მე-11 ტურში, ,,ბარსელონა'' ,,რეალს'' უმასპინძლებს. მატჩი 18:15 სთ-ზე დაიწყება.

10 ტურის შემდეგ მადრიდული გუნდი 25 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზეა, კატალონიელებს კი 24 ქულა აქვთ და მე-3 ადგილს იკავებენ.

სხვა სტატიები