Belive

კომპანი: "სტოუნსს შეუძლია მთელ მსოფლიოს დაანახოს თავისი სიძლიერე"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა და კაპიტანმა, ვენსან კომპანიმ გუნდის ახალგაზრდა მცველზე, ჯონ სტოუნსზე ისაუბრა. სტოუნსი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს, რადგან ლაპორტემ ტრავმა მიიღო. კომპანიმ კი განაცხადა, რომ სტოუნსს შეუძლია მთელ მსოფლიოს დაანახოს თავისი სიძლიერე. "ჯონს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ძალიან ნიჭიერია და მას დიდი მომავალი აქვს. ის არც ისე ახალგაზრდაა, რომ გამოცდილება არ ჰქონდეს. ის იზრდება, როგორც მცველი და მალე მას შეუძლია ყველას დაანახოს თავისი სიძლიერე. ის უმაღლესი დონის მცველია" - განაცხადა კომპანიმ. ჯონ სტოუნსი "სიტის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს. 25 წლის ინგლისელმა ცენტრალურმა მცველმა 110 მატჩი ჩაატარა და 5 ბურთი გაიტანა.

სხვა სტატიები