Belive

კოლუმბიის პოლიციამ ლუის დიასის დედა გამტაცებლებისგან დაიხსნა, მამას ისევ ეძებენ

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე საათის წინ, ,,ლივერპულის'' შემტევის, ლუის დიასის დედ-მამა ფეხბურთელის მშობლიურ ქალაქში, ბარანკასში გაიტაცეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დიასის მშობლები მანქანას მართავდნენ, როცა გამტაცებლებმა მოტოციკლეტებით გზა გადაუღობეს და ადგილიდან მათივე მანქანით წაიყვანეს.

უკვე დადასტურდა, რომ კოლუმბიის პოლიციამ ფეხბურთელის დედის გათავისუფლება უვნებლად შეძლო, მამას კი ამ დრომდე ეძებენ.

სხვა სტატიები