"კოლუმბიაში ხამეს როდრიგესზე საუბარი მესიზე ან მარადონაზე საუბრის მსგავსია" - რენე იგიტა
კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რენე იგიტამ მექსიკურ გადაცემა Somos Fox-თან თანამემამულე, ხამეს როდრიგესზე აღფრთოვანებით ისაუბრა და იმ თემას გაუსვა ხაზი თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხამესი კოლუმბიისთვის.
აქვე გეტყვით, რომ 34 წლის როდრიგესი ამჟამად მექსიკურ ლეონში ასპარეზობს და კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლოს უმთავრდება. იგიტა აღნიშნულ ამბავსაც გამოეხმაურა.
კლუბის ადგილას მე ხამესთან კონტრაქტს გავახანგრძლივებდი, მაგრამ ვინ იცის რა ხდება. კოლუმბიაში ხამეს როდრიგესზე საუბარი ლიონელ მესიზე ან დიეგო მარადონაზე საუბრის მსგავსია. ისინი ისეთი მოთამაშეები არიან, რომლებიც თავიანთი ხარისხით ფეხბურთს ფერს, ბრწყინვალებას და სილამაზეს სძენენ. - რენე იგიტა - კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი მექსიკის ჩემპიონატ Liga MX-ის კლუბ ლეონში მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა, ამ დროის განმავლობაში მან გუნდის მაისური 34 შეხვედრაში მოირგო და გაიტანა 5 გოლი, გააკეთა 9 საგოლე გადაცემა.
34 წლის ფეხბურთელი კარიერის მანძილზე ბევრ კლუბში თამაშობდა, ესენია: "ენვიგადო", "ბანფილდი", "პორტუ", "მონაკო", "რეალ მადრიდი", "ბაიერნი", "ევერტონი", "ალ რაიანი", "ოლიმპიაკოსი", "სან პაულო", "რაიო ვალეკანო".
¡EL MESSI O MARADONA DE COLOMBIA! 🇨🇴
— TNT Sports Argentina (@TNTSportsAR) November 12, 2025
👉 Atención a las palabras de René Higuita sobre James Rodríguez. pic.twitter.com/sd32vdNdPX