კლუბში მოსვლიდან 58 დღეში მიდის - ბალოტელი ჯენოას ტოვებს
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "ჯენოას" ფორვარდმა - მარიო ბალოტელიმ, კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ ინფორმაციას "ჯენოას" დირექტორი ადასტურებს.
🚨👋🏻 58 days after joining Genoa, Mario Balotelli’s already on the verge of leaving the club.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 27, 2025
“Mario wants to play and here he’s not finding enough space, so we’re looking for a good solution for all parties”, Genoa director Ottolini confirms. pic.twitter.com/0wCiDlXux9
"მარიოს ძალიან სურს სისტემატიური თამაში, თუმცა მისი ადგილი გუნდში ვერ მოიძებნა. ამიტომ ჩვენ ვეძებთ კარგ გამოსავალს ყველა მხარისთვის." - მარკო ოტოლინი
მარიო ბალოტელი "ჯენოაში" თურქული "ადანა დემისპორიდან" 58 დღის წინ გადავიდა, თუმცა მან მხოლოდ 6 თამაშში მიიღო მონაწილეობა, თანაც მინიმალური დროით.
34 წლის "სუპერ მარიოს" 6 თამაშში მხოლოდ 56 წუთი აქვს ნათამაშები.
"პარმასთან" - ითამაშა მხოლოდ 4 წუთი
"კომოსთან" - ითამაშა მხოლოდ 18 წუთი
"კალაირისთან" - ითამაშა მხოლოდ 1 წუთი
"უდინეზესთან" - ითამაშა მხოლოდ 14 წუთი
"ნაპოლისთან" - ითამაშა მხოლოდ 7 წუთი
"ტორინოსთან" - ითამაშა მხოლოდ 12 წუთი.
ბალოტელის გადაწყვეტილი აქვს უკვე, რომ "ჯენოა" დატოვოს, რადგან როგორც ჩანს, მას პატრიკ ვიეირა ვერ ენდობა და გუნდში მის ადგილს ვერ პოულობს.
უკვე აქტიურად იწერება იმის თაობაზე, რომ 34 წლის იტალიელი ფორვარდი "ვენეციასა" და "მონცას" სატრანსფერო რადარებზე უკვე მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელის იტალიის ეროვნულ ნაკრებში 36 მატჩი აქვს ნათამაშები, სადაც 16 გოლის გატანა შეძლო. იგი 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა.