"კლუბში მითხრეს, რომ კიდევ ერთ თავდამსხმელს დავიმატებთ" - მოურინიო ლუკაკუს შესაძლო ტრანსფერზე
რომელუ ლუკაკუს გარშემო მოვლენები არც ისე სახარბიელოდ ვითარდება. ბელგიელი თავდამსხმელი არა "ჩელსის" მთავარ, არამედ 21-წლამდელთა გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ის პოჩეტინოს სამომავლო გეგმებში არ შედის და ბრიტანულ მედიაში იმასაც წერენ, რომ მათ ერთმანეთთან დიდი ხანია არ უსაუბრიათ.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ჭორები ლუკაკუს ახალი გუნდების შესახებ და მათგან ერთ-ერთი იტალიური "რომაა". ამასთან დაკავშირებით, აზრი ჟოზე მოურინიოს ჰკითხეს:
"ლუკაკუსთან გარიგება? კლუბმა მითხრა, რომ სერდარ აზმუნის შემდეგ, კიდევ ერთ თავდამსხმელს დავიმატებთ და ეს ძალიან მახარებს. - ამბობს ჟოზე მოურინიო
José Mourinho: “Lukaku deal? The club told me that we will sign one more striker after Serdar Azmoun and that makes me happy”. 🚨🟡🔴 #ASRoma
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 25, 2023
“It’s difficult for me to comment now on Azmoun as he hasn’t signed yet, imagine on Lukaku who’s Chelsea player…”. pic.twitter.com/AtR2G4FAwq
რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რომამ", ლუკაკუს ტრანსფერთან" დაკავშირებით, "ჩელსისთან" კონტაქტი დაამყარა. პირველადი საუბრის შედეგად, რომელუს საშუალება ექნება რომაელებს იჯარის წესით ივნისამდე შეუერთდეს. ფასი და კონტრაქტის დანარჩენი დეტალები, ლუკაკუს პასუხის შემდეგ გადაწყდება.
Roma have made contact with Chelsea to open negotiations for Romelu Lukaku — first formal contact between clubs as #CFC are open to let him leave on loan until June 🚨🇧🇪
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 25, 2023
Loan fee and salary coverage will be now discussed ahead of Lukaku’s final decision. pic.twitter.com/ULy7JAx401