4-დღიანი ვარჯიშის შემდეგ, ბაიერნმა ბოატენგი უარით გაისტუმრა
ივნისის ბოლოდან, მას შემდეგ რაც ჟერომ ბოატენგმა "ლიონი" დატოვა, გერმანელი მცველი უგუნდოდ არის. TEAMTALK-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ევერტონი" მის გადმობირებას ცდილობდა. თუმცა, ბოატენგის მხარემ განაცხადა, რომ მცველი "ბაიერნში" აპირებდა დაბრუნებას. ჟერომმა "რეკორდმაისტერთან" ერთად 4 დღე ივარჯიშა, თუმცა, გერმანული კლუბისგან მაინც უარი მიიღო.
🚨 FC Bayern have just informed Jerome Boateng that he will NOT be signed after four days training.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 6, 2023
Despite excellent training reports, extra football reasons/fans reaction made FC Bayern decide against the move.
Boateng remains available as free agent. pic.twitter.com/dz24GyQrrO
გერმანელი მცველი საკუთარი კონდიციების გასაუმჯობესებლად გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. Sky Sports Germany-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის მცველის დამატებაზე უარი თომას ტუხელმა განაცხადა. როგორც ფაბრიციო რომანო წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება ტუხელმა სხვადასხვა საფეხბურთო მიზეზებისა და ფანების რეაქციის გამო მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ბოატენმა ბავარიულ კლუბში 10 წელზე მეტი გაატარა და ამ დროის განმავლობაში "ბაიერნის" მაისური 363-ჯერ მოირგო. ამ დროის განმავლობაში ჟერომმა 9 ბუნდესლიგა, 5 გერმანიის თასი, 5 გერმანიის სუპერ თასი, 2 უეფას სუპერ თასი და 2 ჩემპიონთა ლიგა მოიგო.