Belive

კლუბები ფეხბურთელების ეროვნულ ნაკრებში გაშვებით უფრო მეტ ფულს მიიღებენ

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

FIFA (მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო) რეკორდულ, 283 მილიონ ევროს გადასცემს კლუბებს, როგორც გაფართოებული კლუბური შეღავათების პროგრამის (CBP) ნაწილს, რაც დაკავშირებულია 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან.

ეს ინიციატივა თითქმის 70%-ით მეტია, ვიდრე 2022 წელს ყატარის მუნდიალის შემდეგ გადახდილი 209 მილიონი დოლარი.

პირველად, კლუბები, რომლებიც მოთამაშეებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო და ფინალურ ეტაპებზე გაუშვებენ, კომპენსაციას მიიღებენ. ეს ინიციატივა ფიფასა და ევროპული კლუბების ასოციაციას (ECA) შორის 2023 წლის მარტში ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის ნაწილია, რომლის მიზანიც, გლობალური კლუბური ფეხბურთისთვის უფრო ინკლუზიური და სამართლიანი სისტემის შექმნაა.

ECA-ს თავმჯდომარემ, ნასერ ალ-ხელაიფიმ, პროგრამას „ინოვაციური“ უწოდა.

კლუბები გადამწყვეტ როლს ასრულებენ სანაკრებო ფეხბურთის წარმატებაში. ეს ინიციატივა აღიარებს მის ყველა ელემენტს, ადრეული შემუშავებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშებისთვის ფეხბურთელების გაშვებამდე. - განაცხადა ნასერ ალ-ხელაიფიმ

საკლუბო შეღავათების პროგრამა პირველად 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, სამხრეთ აფრიკაში დაინერგა. 2022 წელს, პროგრამის ფარგლებში, ფიფას 51 წევრი ასოციაციის 440 კლუბმა მიიღო კომპენსაცია.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე, აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება.

სხვა სტატიები