Belive

კლოპის პირველი და ბოლო მატჩი ლივერპულში: შემადგენლობები

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2015 წლის 8 ოქტომბერს, იურგენ კლოპმა ბრენდან როჯერსის მძიმე მემკვიდრეობა და პრემიერლიგის მერვე ადგილზე მყოფი გუნდი გადაიბარა. გავიდა არასრული 5 წელიწადი და ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის, პრემიერლიგის, ევროპის სუპერთასის და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია. გერმანელმა სპეციალისტმა ფუნდამენტური გარდაქმნა მოახდინა და ევროპული თუ მსოფლიო ფეხბურთის მონსტრი შექმნა. თუმცა, მოდით გავიხსენოთ რა იყო მანამდე. ვნახოთ, თუ რა შემადგენლობით ითამაშა პირველი შეხვედრა 53 წლის თავკაცმა მერსისაიდულ გუნდში და ბოლო მატჩთან პარალელი გავავლოთ. 2015 წლის 17 ოქტომბერი, "ლივერპული" - "ტოტენჰემი" 0:0 მეკარე: სიმონ მინოლე. მცველები: ნათანიელ კლაინი, მარტინ შკრტელი, მამადუ სახო, ალბერტო მორენო. ნახევარმცველები: ლუკას ლეივა, ემრე ჩანი, ჯეიმს მილნერი. თავდამსხმელები: ფილიპე კოუტინიო, ადამ ლალანა, დივოკ ორიჯი.
2020 წლის 25 ივნისი, "ლივერპული" - "კრისტალ პალასი" 4:0 მეკარე: ალისონ ბეკერი. მცველები: ტრენტ-ალექსანდერ-არნოლდი, ჯო გომესი, ვირჯილ ვან დაიკი, ენდი რობერტსონი. ნახევარმცველები: ფაბინიო, ჟორჟინიო ვაინალდუმი, ჯორდან ჰენდერსონი. თავდამსხმელები: მოჰამედ სალაჰი, რობერტო ფირმინო, სადიო მანე.

სხვა სტატიები