Belive

კლოპი პირველი გერმანელი მწვრთნელია რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 50 თამაში მოიგო

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იურგენ კლოპი გერმანული სამწვრთნელო სკოლის ისტორიის დაწერას აგრძელებს. გუშინ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში "ლივერპულმა" სტუმრად "ინტერი" 2:0 დაამარცხა. კლოპისთვის ეს პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 50-ე მოგება იყო. იურგენი გახდა პირველი გერმანელი მწვრთნელი, რომელმაც ამ რაოდენობის გამარჯვებას მიაღწია. აღსანიშნავია, რომ კლოპს 50 თამაშის მოსაგებად 88 მატჩი დასჭირდა. მერსისაიდელთა სპეციალისტის შემდეგ მოდიან: იუპ ჰაინკესი (47-დან 33, უდო ლატეკი - 56/31, ტომას ტუხელი - 48/30, ჰანს-დიტერ ფლიკი - 18/16 და იულიან ნაგელსმანი - 30/15). შეგახსენებთ, რომ კლოპი "ლივერპულის" მწვრთნელი 2015 წელს გახდა. მან გუნდს ნანატრი პრემიერ ლიგის ტიტული მოაგებინა, 2019 წელს კი ინგლისელები ჩემპიონთა ლიგასაც დაეუფლნენ.

სხვა სტატიები