კლოპი ნაპოლისთან წაგებაზე: ,,ეს იყო ლივერპულის ყველაზე ცუდი თამაში მას შემდეგ, რაც ამ გუნდის მწვრთნელი გავხდი''
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელა, იურგენ კლოპმა, ,,აიაქსთან'' მატჩის წინ, ,,ნაპოლისთან'' მარცხზე ისაუბრა:
,,ნაპოლისთან მატჩს ბევრჯერ ვუყურე და, სიმართლე გითხრათ, ნამდვილი საშინელება იყო. ეს იყო ,,ლივერპულის'' ყველაზე ცუდი თამაში მას შემდეგ, რაც ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი გავხდი.
ყველას გვახსოვს ,,ასტონ ვილასთან'' 2:7 წაგება და სხვა მატჩებიც, მაგრამ ,,ნაპოლისთან'' არაფერი გამოგვივიდა. უნდა გავიგოთ, რატომ მოხდა ეს. ვფიქრობ, ძირითადი შემადგენლობის 8 ფეხბურთელმა ძალიან დაბალ დონეზე ითამაშა, სამმა კი საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა,'' - კლოპის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ,,ნაპოლიმ'' ,,ლივერპულს'' 4:1 მოუგო.
ხვალ კლოპის გუნდი ამსტერდამის ,,აიაქსს'' უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზეა ჩანიშნული.