Belive

კლოპი: "მიხარია, რომ ინტერთან ყოველ კვირას არ ვთამაშობთ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში "ლივერპული" შინ "ინტერთან" 0:1 დამარცხდა, თუმცა ორი მატჩის ჯამში (2:1) შემდეგ ეტაპზე ინგლისური გუნდი გავიდა. იურგენ კლოპმა რთული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა:
"მიხარია, რომ ინტერთან თამაში ყოველ კვირას არ გვიწევს. ძალიან რთული მეტოქეა. ისინი მებრძოლები და მეომრები არიან. ის სირთულეები, რაც გვქონდა, საკმაოდ ახლოს იყო ჩემს მოლოდინებთან. "ინტერი" ძალიან კარგი გუნდია, სწორედ ასეთი თამაშებისთვის შექმნილი. კარგი პერფომანსის გარეშეც კი ჩვენ  რამდენიმე რეალური მომენტი გვქონდა. საკმაოდ ნორმალურია, რომ ორი მატჩიდან ერთი "ინტერმა" მოიგო, შემდეგ ეტაპზე კი ჩვენ გავედით. საინტერესო დაპირისპირება გამოდგა, მატჩის მიწურულს თამაში დავკარგეთ, რაც კარგი ნამდვილად არ არის," - ამბობს კლოპი.
შეგახსენებთ, რომ "ლივერპულისა" და "ინტერის" გარდა, გუშინ "ბაიერნი"-"ზალცბურგის" წყვილის შეხვედრა გაიმართა. გერმანელებმა მეტოქე შინ 7:1 გაანადგურეს და მერსესაიდელების მსგავსად, 1/4-ფინალში გავიდნენ.

სხვა სტატიები