Belive

კლოპი მბაპეზე: ,,შეიძლება, გუნდში ვინმე საჩუქარს მიკეთებს, მაგრამ 8 წლის განმავლობაში მსგავსი რამ არ მომხდარა''

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი გუნდი კილიან მბაპეს ტრანსფერით ინტერესდება:

,,ჩვენ ამაზე გვეცინება. შემიძლია ვთქვა, რომ მბაპე ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ფინანსური პირობები ხელს არ გვიწყობს. არ მინდა, ამ ისტორიას ხელი შევუშალო, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ახლა არაფერი ხდება.

 

თუმცა, შეიძლება, გუნდში ვინმე საჩუქარს მიკეთებს, მაგრამ ეს აქ ყოფნის 8 წლის განმავლობაში არ მომხდარა, პირველი შემთხვევა იქნება!'' - განაცხადა კლოპმა.

მბაპეს ,,პარი სენ-ჟერმენთან'' კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 

კილიანმა გასულ სეზონში პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ 43 შეხვედრაში 41 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები