Belive

კლოპი: "ეს არის მიზეზი, რის გამოც არ მინდა, რომ მოიესი ვესტ ჰემიდან გაუშვან..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა - იურგენ კლოპმა, პრემიერ ლიგის 32-ე ტურის წინ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

55 წლის გერმანელ სპეციალისტს "ვესტ ჰემის" შესახებ ჰკითხეს, რომელიც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში კარგ ფორმაში ნამდვილად არ იმყოფება და დიდი საფრთხეა იმისა, რომ სწორედ ცუდი თამაშის გამო, კლუბმა გუნდიდან მთავარი მწვრთნელი - დევიდ მოიესი დაითხოვოს.

იურგენ კლოპმა კი ამ კითხვაზე სახალისო პასუხი გასცა:

"საინტერესო კითხვაა, ბევრს ნამდვილად არ ვიფიქრებ, მიზეზი, რის გამოც დევიდ მოიესის გათავისუფლება არ მსურს, არის ის, რომ მისი წასვლის შემთხვევაში პრემიერ ლიგის ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი ვიქნები, რაც ნამდვილად არ მესიამოვნება.

ხუმრობა იქით იყოს და მოიესს ძალიან დიდ პატივს ვცემ, იგი ერთ-ერთი საუკეთესო კოლეგაა."

"ვესტ ჰემისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება 26 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე შედგება.

სხვა სტატიები